მკვლელობაში ეჭვმიტანილი "ბერკუტის" მებრძოლები დააკავეს

   უკრაინის სპეცსამსახურების ეგრეთ წოდებული “ბერკუტის” რამოდენიმე თანამშრომელი კიევში, 20 თებერვალს ხალხზე სროლის ბრალდებით ინსტიტუტის ქუჩაზე დააკავეს, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პრკურორი ოლეგ მახნიცკი იუწყება. “დაკავებულები არიან ბერკუტის სპეცბატალიონის თანამშრომლები, რომლებსაც შავ ბატალიონს უწოდებენ. მათ ბრალად ედებათ ხალხის მასობრივი მოკვლა”,- განაცხადა მახნიცკიმ. გენპროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის სნაიპერთა ჯგუფის ხელმძღვანელი. 21 მარტს მახნიცკიმ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა შეძლეს იმ სნაიპერთა ვინაობის დადგენა, რომლებსაც კიევის ცენტრში სროლაში ედებათ ბრალი. სნაიპერებმა ცეცხლი სასტუმრო “უკრაინიდან” და ასევე ინსტიტუტისა და ბანკოვის ქუჩებზე გახსნეს. რამოდენიმე დემონსტრანტს გრუშევსკის ქუჩაზეც ესროლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები