დოლის კლონები თავს კარგად გრძნობენ (ვიდეო)
ცხვრის, სახელად დოლის კლონები – დები, დენისი, დიანა და დეიზი – თავს კარგად გრძნობენ. ცოტა ხნის წინ მათ 9 წელი შეუსრულდათ. მეცნიერები ამბობენ, რომ კლონირებული ცხოველები შეიძლება დიდხანს ცოცხლობდნენ. დოლი პირველი ძუძუმწოვარი ცხოველი იყო, რომლის კლონირება ზრდასრული უჯრედიდან მოხდა. ამ ცხვარს 3 წლის წინ სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, ვინაიდან ის ფილტვების კიბოთი იყო დაავადებული.