„სამწუხაროა, რომ ოთხი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ თავისი პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა”

დიდი ალბათობით, გიორგი პაპუაშვილის პოზიცია არ არის ნაკარნახევი მისი საკუთარი შინაგანი რწმენით და იმ ინფორმაციით, რომელსაც ის „ავრცელებს“. ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხაროა, რომ ოთხი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ თავისი პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა.
რაც შეეხება აღნიშნული საქმის გამოძიებისთვის დამატებითი ბერკეტების შექმნის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, ირაკლი კობახიძის განმარტებით, პროცედურები კანონმდებლობით არის დადგენილი.
„ამ პროცედურების, კანონმდებლობის დაცვით დაწყებულია გამოძიება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა გაგრძელდეს პროცესები. პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი, რომ დაადგინოს ჭეშმარიტება. სამწუხაროა, რომ შესაბამისი სუბიექტების მხრიდან პროკურატურასთან თანამშრომლობის შესახებ სათანადო მზაობა არ გამოითქმება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები