„მთავარმა პროკურატურამ მანიპულაცია განახორციელა“

   გარდაცვლილ შალვა თათუხაშვილის ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი პროკურატურის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. ადვოკატის თქმით, საგამოძიებო უწყებამ ფაქტები დაამახინჯა და ის პროკურატურის ვერსიებს არ იზიარებს.
„მთავარმა პროკურატურამ მანიპულაცია განახორციელა, სასურველი წარმოაჩინა რეალობად ფაქტების დამახინჯებით. შეაკოწიწა რაღაც და საზოგადოებას მიაწოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვიზიარებთ, მთავარი პროკურორის მოადგილემ პასუხი ვერ გამცა, რატომ არ არის მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვაზე თათუხაშვილის ხელმოწერა. მე მოგიწოდებთ, მოსთხოვოთ მთავარ პროკურატურას, წარმოადგინოს თათუხაშვილის ხელმოწერა იმ საიდუმლო დოკუმენტზე, რომლსაც ისინი არქმევენ“,- განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები