პროკურატურამ აკაკი მინაშვილის მეუღლე დაკითხა

   დეპუტატ აკაკი მინაშვილის მეუღლისა და შალვა თათუხაშვილის ბიძაშვილის ქეთი კობიაშვილის დაკითხვა თბილისის პროკურატურაში 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საგამოძიებო უწყება კობიაშვილის თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდით დაინტერესდა. შალვა თათუხაშვილის ბიძაშვილი დაკითხვაზე დაბარებას ნათესავის გარდაცვალების საქმეს უკავშირებს.
„თავდაცვის სამინისტროში უკვე 2 წელზე მეტია არ ვმუშაობ, მაგრამ ახლა გაახსენდათ, რომ შეიძლება რაღაც კითხვები ჰქონოდათ ჩემი თუ სხვა თანამშრომლების მუშაობის პერიოდთან. კი, ბატონო, ახლა გაახსენდათ და ახლა გავცემ პასუხს, მაგრამ ეს ცალსახად არის შალვას გარდაცვალებასთან დაკავშირებული, რომ ოჯახი გავჩუმდეთ. შალვას ოჯახი, მისი ნათესავები ვაპირებთ მისი სიკვდილის გარემოებების და მისი წამების გამოძიებას. ეს იციან და ამიტომ ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა“,-განაცხადა ქეთი კობიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები