„თათუხაშვილის საქმეში ბევრი შეუსაბამო გარემოებაა“

   საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მას პროკურატურის მიერ შალვა თათუხაშვილის საქმის გამოძიების არ სჯერა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პროკურატურა ვერ გამოიძიებს იმ ფაქტებს, რომელიც გამოძიების პერიოდშია ჩადენილი.
„პროკურატურა ვერ იქნება და ვერ გამოიძიებს იმ დანაშაულს, რომელიც, სავარაუდოდ, გამოძიების პროცესშია ჩადენილი. რაც არ უნდა გაასაჯაროონ შალვა თათუხაშვილის ჩვენებები, ამ ადამიანზე ხორციელდებოდა ზეწოლა, შანტაჟი და ძალადობა. როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები, აღმოჩნდა, რომ კადრები წაშლილი იყო. ახლა, როდესაც მათ დასჭირდათ, კადრები არსებობს. თათუხაშვილის საქმეში ბევრი შეუსაბამო გარემოებაა. კერძოდ ის, რომ ადამიანმა მოწმეთა დაცვის პროგრამით სარგებლობა მოითხოვა და შემდეგ კი გაიქცა“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებული გარემოებები გაასაჯაროვა. შალვა თათუხაშვილი პროკურატურის მოწმე იყო დათა ახალაიას, კერძოდ, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 24 მარტს გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები