არჩილ თალაკვაძე: შსს-მ 2013 წლიდან დღემდე შეძლო საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ადამიანებზე ძალადობის გარეშე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლიდან დღემდე შეძლო საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ადამიანებზე ძალადობის გარეშე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, “ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე გაზეთ “პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც თალაკვაძე ამბობს, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, არ არსებობს არცერთი მაგალითი იმისა, რომ პოლიციელები პოლიტიკური პარტიის სახელით მოქმედებდნენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლიდან დღემდე შეძლო საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ადამიანებზე ძალადობის გარეშე. ეს მოხდა არაერთი პოლიციელის გმირობისა და თავდადების ხარჯზე. თქვენ ვერცერთ მაგალითს ვერ მომიყვანთ, როცა პოლიცია პოლიტიკური პარტიის სახელით იცავდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ან დამნაშავეებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის სახელით ებრძოდა. ჩემთვის ყოველთვის საამაყო იქნება, რომ ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჩვენს პოლიციელებთან და მაშველებთან ერთად თქვენ გემსახურებოდით. რა თქმა უნდა, დიდი შემართებითა და ინტერესით ვაპირებ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წარმატებაში. მეორე მხრივ, გული მწყდება, რომ, კანონის თანახმად, დადგენილ ვადებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემი უფლებამოსილება წყდება“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები