„პროკურატურისთვის თათუხაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე იყო“

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ლიდერი გია ვოლსკი თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, შალვა თათუხაშვილზე ნამდვილად მოხდა ზეწოლა, თუმცა ვის მიერ, ამას გამოძიება დაადგენს. მისივე თქმით, ზეწოლა, სავარაუდოდ, იმ ადამიანებმა მოახდინეს, რომელთაც არ სურდათ, რომ შალვა თათუხაშვილი ბრალდების მოწმე ყოფილიყო.

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, თავის მართლება შეტევით რეჟიმში გადაიტანოს და ბრალი დასდოს ხელისუფლებას. კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, პანიკურ შიშს ჰგავს მათი მხრიდან. პროკურატურამ გამოარკვია, რომ გარდაცვალებამდე თათუხაშვილი არ იყო დაკარგული. ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იქნება კითხვები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავსვამთ. პროკურატურისათვის ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე იყო”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს შალვა თათუხაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობა პროკურატურა სიცრუის ტირეჟირებაში დაადანაშაულა და საგამოძიებო ორგანოს უნდობლობა გამოუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები