ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 114-ს მიაღწია. 90-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ დაკარგულთა გადარჩენის შანსი მინიმალურია.
წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. სტიქიით მიყენებული ეკონომიკური ზარალი სულ მცირე 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.