„ იუსტიციის საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი კანონდარღვევით არ ჩატარებულა“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სასამართლოში დაბარებას პარლამენტის უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეხმაურება. გია ვოლსკის შეფასებით, იუსტიციის საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი კანონდარღვევით არ ჩატარებულა, თუმცა თუკი მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, შეცდომა გამოსწორდება და კანდიდატურა ხელახლა იქნება წარდგენილი. დეპუტატის ვარაუდით, სასამართლოზე პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოცხადდება და ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შევიდა. იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი მოქმედ პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოს წევრად ვახტანგ მჭედლიშვილის დანიშვნას ედავება. კახნიაშვილი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და კონკურსის ხელახლა ჩატარებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები