“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი თავისუფალი სასამართლო სისტემაა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრებს მართავს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი საკონსტიტუციო სამართლოს ესტუმრა. მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ შედგა გაფართოებული შეხვედრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა უშუალოდ მოსამართლეებისგან მიიღო ინფორმაცია სასამართლოს მუშაობის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა სასამართლოსადმი ნდობის აღდგენის საკითხებზე ისაუბრეს და პრემიერს სარჩელების დაკმაყოფილების სტატისტიკა გააცნეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა მთავრობის მეთაურს გააცნეს საკუთარი ხედვა, საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, გაძლიერებასთან დაკავშირებით.

“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და გავცვალეთ ჩვენი ხედვები. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის თავისუფალი სასამართლო სისტემა,”- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები