მაიკლ ჯექსონის ახალი ალბომი მალე გამოვა

პოპმომღერლის მეფის მაიკლ ჯექსონის ახალ ალბომში შედარებით უცნობი რვა სიმღერა შევა. ახალი ალბომი “XSCAPE” 13 მაისს გამოვა, – წერს გაზეთი “დეილი მეილი”. 5 წლის წინ გარდაცვლილი მომღერლის ახალ ალბომზე აშშ-ს წამყვანი ჩამწერი სტუდიის პროდიუსერები და მენეჯერები მუშაობდნენ.
2010 წელს კომპანია “სონიმ” მომღერლის ფანატებს უკვე შესთავაზა სტუდიური ალბომი „მაიკლი“, რომელიც მომღერლის გარდაცვალების შემდეგ პირველი ალბომი იყო. შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ალბომი “Thriller” გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომი მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები