ნატომ რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს და დიალოგი აწარმოონ უკრაინის ხელისუფლებასთან.
“თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ახალ ინტერვენციას განახორციელებს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება. ეს იქნება ღრმა შეცდომა და კატასტროფული დარტყმა ნატოსთან ურთიერთობებზე”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ამასთან, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ განიხილავს რაიმე სახის სამხედრო პასუხს რუსეთის მიერ უკრაინაში ქმედებებისთვის. “მოვუწოდებთ რუსეთს ჯარების გაყვანისკენ და უკრაინასთან სრულფასოვანი დიალოგისკენ. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია უკრაინაში შექმნილი კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარება”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ამავე საკითხზე კომენტარი გუშინ “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნატოს ჯარების მთავარსარდალმა ფილიპ ბრიდლავმა გააკეთა. მისი თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, ის მიზანს 3-5 დღეში მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები