დინოზავრების ეპოქის ზოგიერთი ბაქტერია შესაძლოა, დღესაც ცოცხალი იყოს
ზოგიერთი მიკროორგანიზმი შესაძლოა, 250 მილიონი წლის განმავლობაში იყოს ცოცხალი. ანტარქტიდის, კანადის და ციმბირის ყინულებში აღმოჩენილი ზოგიერთი ბაქტერიის ასაკი რამდენიმე ასეულ მილიონ წელს უდრის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მეცნიერებმა ჯერჯერობით ბაქტერიების მიერ სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების საიდუმლო ვერ დაადგინეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ამ საიდუმლოს დადგენის შემდეგ სიცოცხლის გახანგრძლივების საიდუმლოსაც მიაგნებენ. ზოგიერთი ბაქტერია ყინულში, რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში იყო აღმოჩენილი. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი იქ ყინულთან ერთად, ანუ მილიონობით წლის წინ მოხვდნენ.