პროკურატურა: თათუხაშვილმა დათა ახალაია მძიმე დანაშაულში ამხილა

თათუხაშვილმა წვრილად აღწერა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის ჩატარების დეტალები და კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი დირექტორი დათა ახალაია მძიმე დანაშაულში ამხილა, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
“2014 წლის 24 თებერვალს, შალვა თათუხაშვილი ორ ადვოკატთან, ძმასთან და მეგობართან ერთად გამოცხადდა თბილისის პროკურატურაში. ის, რომ მოწმე თათუხაშვილი არ იმყოფებოდა მარტო და საკუთარი ნებით მივიდა თბილისის პროკურატურაში, დასტურდება შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირებით. დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ორი ადვოკატის თანდასწრებით თათუხაშვილმა წვრილად აღწერა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის ჩატარების დეტალები და კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი დირექტორი დათა ახალაია მძიმე დანაშაულში ამხილა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, თათუხაშვილს ეშინოდა ახალაიების ოჯახს და გარემოცვას მისი სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეექმნათ.

“დაკითხვისას თათუხაშვილი ხშირად იმეორებდა, რომ ამ ჩვენების გამო შესაძლებელი იყო ახალაიების ოჯახს და გარემოცვას მისი სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნათ, რისიც, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ეშინოდა. მან პროკურატურას მიღებული ჩვენების სანაცვლოდ მოსთხოვა მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა, სახელისა და გვარის შეცვლა და, შესაბამისად, ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროკურატურა პირველ ეტაპზე მოწმე თათუხაშვილს დათანხმდა, ჩაერთო ის მოწმეთა დაცვის პროგრამაში და ამ მიზნით, შალვა თათუხაშვილისთვის მოხდა კონსპირაციული საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე დაენიშნა პირადი დაცვა. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოწმე თათუხაშვილმა ადვოკატებთან ერთად, უვნებელმა დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა, რაც დასტურდება შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები