პროკურატურაში თათუხაშვილის საქმეზე ბრიფინგი დაინიშნა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში 21:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა.
როგორც “კვირას“ საგამოძიებო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ დოლიძემ განუცხადა, ბრიფინგი გარდაცვლილ შალვა თათუხაშვილის საქმეს ეხება.
შეგახსენებთ, რომ შალვა თათუხაშვილი დათა ახალაიას საქმის მოწმე იყო.