ჟერარ დეპარდიეს არაპატრიოტიზმში ადანაშაულებენ

   მსახიობი კატრინ დენევი ჟერარდ დეპარდიეს საქციელს სხვისთვის ცუდ მაგალითად მიიჩნევს. კატრინ დენევმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობად ითვლება, განაცხადა, რომ ჟერარ დეპარდიეს მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლას იმის გამო, რომ საფრანგეთში გადასახადები არ გადაიხადოს, მხარს არ უჭერს და სხვებისთვის ცუდ მაგალითად მიიჩნევს.
ქვეყნის პატრიოტმა მსახიობმა კატრინ დენევმა განაცხადა, რომ ის სამშობლოს არასდროს არ დატოვებს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობას არ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჟერარდ დეპარდიემ 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები