ჭარბწონიან მამაკაცებს ნაადრევი სიკვდილი ქალებზე მეტად ემუქრებათ
მამაკაცებს, რომლებსაც ჭარბწონიანობის პრობლემა აქვთ, ნაადრევი სიკვდილი სამჯერ უფრო მეტად ემუქრებათ, ვიდრე ქალებს. ამის შესახებ მეცნიერების დასკვნა მიუთითებს, რომელიც ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.
ამ დასკვნის მიხედვით, ჭარბწონიანობა მეორე ადგილზეა მოწევის შემდეგ ადამიანის ნაადრევი სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭარბი წონის პრობლემის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 3 წლით ნაკლებია, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა, თუმცა ზოგ შემთხვევაში ის შეიძლება 10 წლითაც შემცირდეს. ამჟამად ჭარბი წონის პრობლემა მსოფლიოს მოსახლეობის 30%-ს აქვს. ეს 2.1 მილიარდი ადამიანია.