ევროკავშირი ესპანეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს

ევროზონის ფინანსთა მინისტრები ესპანეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. სანქციები ამ ქვეყნების ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასთან დაკავშირებით არასაკმარისი ძალისხმევით არის გამოწვეული. ესპანეთსა და პორტუგალიას 10 დღე აქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და საკუთარი არგუმენტები წარმოადგინონ. ამის შემდეგ ევროკომისიამ 20 დღის განმავლობაში სანქციების დაწესების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები ვერ დაამტკიცებენ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი რაიმე საგანგებო მიზეზებით იყო გამოწვეული, ესპანეთსა და პორტუგალიას მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ის ოდენობის ჯარიმა შეიძლება დაეკისროს. ეს რამდენიმე მილიარდ დოლარს უდრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები