აშშ-ის თავდაცვის მდივანი ერაყში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი ერაყში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერაყის სამთავრობო ძალებმა „ბოევიკებისგან“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი – კაიარის ავიაბაზა გაათავისუფლეს. ეშტონ კარტერმა ამ წარმატებას „ერაყის ჯარის სტრატეგიული გამარჯვება უწოდა“. ბაღდადში ჩაფრენისთანავე მან განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ავიაბაზას მოსულზე შეტევისთვის გამოიყენებენ. მოსული ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქია. ის „ბოევიკებმა“ 2014 წელს დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები