ეკვადორში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ეკვადორის ჩრდილოეთ ნაწილში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეკვადორის გეოფიზიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, ქალაქ მანაბიში შენობები არ დაზიანებულა, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, პირველი ბიძგის მაგნიტუდამ 5,9, ხოლო დაახლოებით ათ წუთში დაფიქსირებული მეორე ბიძგის მაგნიტუდამ 6,1 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ აპრილში ეკვადორში მომხდარ 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრას 663 ადამიანი ემსხვერპლა და 29 000 უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები