მამა ბასილი პროკურატურას – „მე გამოვალ ბოკერიას პროცესზე, მისი სადიზმის უშუალო თვითმხილველი ვარ“

მამა ბასილ მკალავიშვილი პროკურატურას მოუწოდებს, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, სადაც მთავარ მოწმედ თავად სასულიერო პირი იქნება.
როგორც გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ სასულიერო პირი აცხადებს, იგი მზად არის, არა მხოლოდ გამოძიებას მისცეს ჩვენება, არამედ სასამართლოს წინაშე წარდგეს და გიგა ბოკერია დანაშაულში ამხილოს.
„ციხე ისეთი აკადემიაა, სადაც ყველაფერი იციან. ჯალათ სააკაშვილს გამორჩა, რომ მის საუბრებს იქ მყოფი დარაჯებიც უსმენდნენ და ინფორმაციას კანონიერ ქურდებს აწვდიდნენ. ციხეში ყველა პატივისცემით მექცეოდა, როგორც ღვთისმსახურს, მენდობოდნენ და ყველაფერს მიყვებოდნენ. ორი კვირით ადრე ვიცოდი ისიც, რომ ციხის ბუნტი მზადდებოდა, რომლის უშუალო დამგეგმავი გიგა ბოკერია იყო.
როდესაც სააკაშვილის მთავრობა შეიცვალა, ჩემთან ატირებული სპეცრაზმელი მოვიდა – მიშველე, მამაო, ექვსი წელიწადია, ნორმალურად არ მძინავს, სულ თქვენ მიდგახართ თვალწინო.
როგორც მიამბო, გიგა ბოკერიას გამოგზავნილმა პიროვნებამ ბუნტის დროს რკინის ხელკეტი მისცა ხელში, რომელიც არეულობის დროს სულხან მოლაშვილისთვის და ჩემთვის კეფაში უნდა ჩაერტყა და მოვეკალით, ეს ყველაფერი ისევე შერჩებოდათ, როგორც 8 კაცის სიკვდილი შერჩა ბოკერიას. დღეს, გიგა ბოკერია ქუჩაში თავისუფლად რომ დადის, ეს არის სამართალი? დროზე მოაცილეთ ეს სადისტი საზოგადოებას. თუ არ შეგიძლიათ, ეს ყველაფერი თვალთმაქცობაა, ბარემ გადააბარეთ ნაცსექტას ხელისუფლება, როგორც შევარდნაძემ გააკეთა 2003 წელს“, – აცხადებს მამა ბასილ მკალავიშვილი გაზეთ „ასავალ – დასავალთან“ ინტერვიუში.
სასულიერო პირი პროკურატურას სთხოვს, რომ იგი სამართალდამცველებმა დაჰკითხონ და მზად არის, გიგა ბოკერის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.
„მე გამოვალ ბოკერიას პროცესზე, მისი სადიზმის უშუალო თვითმხილველი ვარ. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პირობას ვიძლევი, ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე სული მიდგას, მანამ მოლაშვილის, გურამ შარაძისა და ზვარაკად შეწირულ ქართველთა მკვლელებს სამაგიერო არ მიეზღვევებათ, გარწმუნებთ, ეს აუცილებლად მოხდება“, – ამბობს სასულიერო პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები