სტამბოლის ტერაქტთან კავშირისთვის თურქეთში კიდევ 7 ადამიანი დააკავეს

სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირისთვის თურქეთში შვიდი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ტერორიზმში ეჭვმიტანილები პოლიციის და ანტიტერორისტული ქვედანაყოფების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს. დაკავებულებს ბრალი ედებათ „ტერორისტულ დაჯგუფებებში მონაწილეობასა“ და „განზრახ მკვლელობის“ მუხლით.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები