სამხრეთ სუდანში შეტაკებების შედეგად 272 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 272 ადამიანი, მათ შორის 33 მშვიდობიანი პირი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
შეიარაღებული შეტაკებები ხუთშაბათს პრეზიდენტს სალვა კიირის ერთგულ ძალებსა და ამბოხებული ვიცე-პრეზიდენტის, რიეკა მაშარის ერთგულ ჯარისკაცებს შორის მოხდა.
შაბათს ჯუბაში სიმშვიდე იყო, მაგრამ კვირას შეტაკებები განახლდა. სამხრეთ სუდანში 2015 წელს ორწლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა. ის სწორედ პრეზიდენტ კიირსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ რიეკა მაშარს შორის დაპირისპირებით დაიწყო. პოლიტიკოსები სხვადასხვა ეთნოსს განეკუთვნებიან, რამაც დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები