ოსამა ბინ ლადენის შვილი მამის მკვლელობის გამო აშშ-ს ემუქრება
ალ-ქაიდას მოკლული ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვაჟი აშშ-ს მამის მოკვლის გამო სამაგიეროს გადახდით ემუქრება, ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 21 წუთიან აუდიომასალაში, რომელსაც ჰქვია „ჩვენ ყველა ოსამა ვართ“ ჰამზა ბინ ლადენი ვაშინგტონის წინააღმდეგ გლობალურ შეიარაღებულ დაპირისპირებას აანონსებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ თავდასხმების მოწყობას თქვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ და ამის მიზეზი პალესტინის, ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენის, სომალისა და დანარჩენი მუსლიმური სამყაროს მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლაა“, – ნათქვამია ჰამზა ბინ ლადენის მიმართვაში.
აშშ-მ ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მოკლა.