დეკანოიძე – უკრაინაში „კანონიერი ქურდები“ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე მუშაობენ

„კანონიერი ქურდები“ უკრაინაში რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე მუშაობენ. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ის კიდევ ერთხელ მოითხოვს ამ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ სპეციალური კანონის მიღებას.
„კანონიერი ქურდები“ არიან ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში კრიმინოგენული სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნიან. ნებისმიერი „კანონიერი ქურდი“ – ქართველები, რუსები და უკრაინელები – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინტერესს წარმოადგენენ“, – აცხადებს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ დეკანოიძე „კანონიერ ქურდებთან“ დაკავშირებით კანონის მიღებას მოითხოვს. უკრაინის უმაღლესმა რადამ სისიხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი პუნქტის შეტანას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები