ნატო-ს სამიტზე ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაზე მსჯელობენ

ვარშავაში, ნატო-ს სამიტის მეორე დღე ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაზე მსჯელობით დაიწყო.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში ალიანსის მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნამდე იენს სტოლტენბერგი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანისა და პრემიერ-მინისტრს, აბდულა აბდულას შეხვდა.
დღესვე, საბჭოს სხდომის შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივანი პრესკონფერენციას გამართავს.
ამასთანავე, დაგეგმილია შეხვედრა ალიანსის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ფორმატში და ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები