პრემიერ-მინისტრი: საკმაოდ მძიმე შედეგებია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით

დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონებში აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყება, – ამის შესახებ ვანის რაიონის სოფელ სულორში მყოფმა პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით არის სტიქია, წაღებულია გზები, დანგრეულია ხიდები, დახოცილია პირუტყვი.
„მადლობა ღმერთს, რომ ადამიანების მსხვერპლი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასტრუქტურული პრობლემები. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე დროში მოვახერხებთ. ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები