ვისგან ითხოვს იულია ტიმოშენკო სამხედრო დახმარებას?
არსენი იაცენიუკის შემდეგ დასავლეთს სამხედრო დახმარებას ახლა იულია ტიმოშენკო სთხოვს. პარტია “ბატკივშინას” ლიდერმა ბრიტანელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო უკრაინას ჯარის შეიარაღებაში უნდა დაეხმაროს. “მთელმა მსოფლიომ მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს უკრაინის ჯარი არა ომისთვის, არამედ სტაბილურობისთვის”, – განაცხადა ტიმოშენკომ. ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში კიევმა ვაშინგტონს იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე კავშირგაბმულობისა და დაზვერვისათვის მოწყობილობები მოსთხოვა. ამერიკულმა მხარემ უკრაინულ ჯარს ჯერჯერობით მხოლოდ მშრალი საკვები გაუგზავნა.