თინა ხიდაშელი: ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ იგივე მდგომარეობაში, როგორც უელსის სამიტის შემდეგ იყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნები მზად არიან, თავად ჩაერთონ ვარშავის დეკლარაციით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში. შესაბამისი კომენტარი ხიდაშელმა ნატოს ვარშავის სამიტის გახსნის შემდეგ გააკეთა.
“თავდაცვის სამინისტროს ორმხრივი შეხვედრები ამოცანად ისახავს, ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ამ სამიტზე გამოცხადდება, მივიღოთ მხარდაჭერა წევრი ქვეყნებისგან, რომ ისინი მზად არიან, ამ ინიციატივების მონაწილეები იყვნენ. ჩვენ არ უნდა აღმოვჩდეთ იგივე მდგომარეობაში, როგორც უელსის სამიტის შემდეგ იყო – როდესაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ფანტასტიკური “უელსის დეკლარაცია“, ნატო-საქართველოს სამიტი, თუმცა არ იყვნენ ქვეყნები, რომლებიც მზად იყვნენ, რომ ამ პაკეტიდან რომელიმე კომპონენტზე აეღოთ პასუხისმგებლობა. წინასწარ ვიცი, რამდენიმე ქვეყანა უკვე მზად არის, გამოაცხადონ საკუთარი მხარდაჭერა კონკრეტული კომპონენტების მიმართულებით,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები