გიორგი მარგველაშვილი ვარშავის სამიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგს პირისპირ შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვარშავის სამიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს პირისპირ შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას საქართველო-ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მხარეებმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები