ტეხასში პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

აშშ-ის ტეხასის შტატის პოლიციამ ოთხი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. ამის შესახებ Fox News იუწყება. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ელიტურ ამერიკულ ქვედანაყოფ SWAT-თან ორმხრივი სროლის შემდეგ დააკავეს. მასთან ახლოს საეჭვო ხუთი აღმოაჩინეს. დალასის პოლიციის უფროსის, დევიდ ბრაუნის განცხადებით, საპროტესტო აქციის დროს ორი პირი სნაიპერის შაშხანებით დალასის ცენტრში ავტოსადგომებზე განთავსდა და იქიდან სროლა ატეხეს. გამოძიების ინფორმაციით, მათ 60-მდე გასროლა მოასწრეს და ამისთვის უახლესი შაშხანები გამოიყენეს. ოთხი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა, კიდევ შვიდი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაიჭრა. სამი დაჭრილი ოფიცერი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

13624790_10206324694587862_628351386_n 13644138_10206324694547861_348690740_n 13646957_10206324694307855_1649621166_o 13644291_10206324694387857_522211779_n 13643955_10206324694347856_1427117722_n 13617633_10206324694267854_720937027_n 13643946_10206324694187852_1691355827_n 13618101_10206324694427858_1702656381_n 13644102_10206324694147851_2072213245_n 13617413_10206324694467859_1228830451_n 13617954_10206324694507860_127439136_n 13624659_10206324694227853_1800338548_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები