მიწისძვრის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

    ჩილეს სანაპიროსთან გვიან საღამოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბოლო ინფორმაციით, 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები წყნარ ოკეანეში, ქვეყნის სანაპიროდან 86 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრიდან 10 წუთში განმეორებითი ბიძგიც დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. 45 წუთის შემდეგ კი ჩილეს სანაპიროს ცუნამის პირველი ტალღა დაატყდა თავს, რომლის სიმაღლემაც 2 მეტრი შეადგინა. სტიქიის ზონიდან ახლა მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიწისძვრამ, შენობების დაზიანების გარდა, რეგიონში მეწყერიც გამოიწვია, რის გამოც ცალკეულ რაიონებში ჩახერგილია გზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები