სასამართლომ აკაკი ბობოხიძის ძმა გაათავისუფლა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე გაათავისუფლა. პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვით, „ნაციონალების“ ხონის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლევან ბობოხიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ლევან ბობოხიძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმაა. ბობოხიძის გირაოს გადახდა დეპუტატმა საკუთარი ბინით უზრუნველყო. ბობოხიძის ადვოკატის რობიზონ ხურცილავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულების დასატოვებლად უკვე ემზადება. შეგახსენებთ, რომ 28 მარტს, საქართველოს პროკურატურამ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების ფაქტზე დააკავა.