ფეისბუქი ინტერნეტთან მოსახლეობის წვდომას გააუმჯობესებს
სოციალური ქსელი ფეისბუქი ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია ინტერნეტით იმ მოსახლეობის უზრუნველყოფა, რომელსაც მასთან წვდომა ჯერ კიდევ არა აქვს.
პროექტის სახელწოდებაა: OpenCellular-ი. კომპანიის საიტზე აღნიშნულია, რომ ძნელად მისადგომ რაიონებში მოსახლეობას დღესაც არა აქვს ინტერნეტთან წვდომა და ფეისბუქი ამის გამოსწორებას გეგმავს.
„ოთხ მილიარდზე მეტ ადამიანს ინტერნეტთან საბაზისო წვდომა არ გააჩნია. საჭიროა მოშორებული რეგიონების მოსახლეობის უზრუნველყოფა ინტერნეტით“, – აცხადებს ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. მისი თქმით, ინტერნეტის დანადგარს რთულ კლიმატურ პირობებში მუშაობა შეუძლია. OpenCellular-ის ერთ დანადგარს ინტერნეტით 1,5 ათასი ადამიანის უზრუნველყოფა შეუძლია. პროექტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.