ირაკლი შიხიაშვილი: ვერ პატიობს ქინძის-ხანი სააკაშვილი ქართველებს მისი რეჟიმის დამხობას!

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობასთან დაკავშირებით ისაუბრა. შიხიაშვილის განცხადებით, ის არ დაუშვებს, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დიდგორზე ჩაატარონ ყრილობა.
„მოგეხსენებათ, სამგორში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი გახლავართ, მაგრამ ჩემთვის სამგორში გამარჯვება არაფერს ნიშნავს, თუ ჩვენ დავმარცხდით დიდგორში. ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით, რომ დიდგორში ქინძის-ხანი ყრილობას ვერ ჩაატარებს. არავის არ მოვუწოდებ, უბრალოდ ვამბობ, მე ავდივარ დიდგორში, როგორც ერთი რიგითი ქართველი, იმ ხეობის შვილი, ალგეთელი, იმიტომ რომ დიდგორში ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას საქართველოს დამარცხება. ქვეყნის დაშლა ვერ დაიწყება დიდგორიდან. ჩვენ იქ გავიმარჯვებთ. თუ ვინმე დაფიქრდება და იტყვის, კი მაგრამ, დიდგორიდან ვისთან იწყებს ბრძოლას, ქართველების წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ? რატომ დიდგორიდან?
ყველას აქვს უფლება დიდგორზე ასვლის, მაგრამ იმიტომ არა, რომ ყრილობები მოაწყონ, მითუმეტეს, არც მორალური, არც ზნეობრივი, არც მოქალაქეობრივი უფლება არ აქვს ამ სისასტიკის დამნერგავებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი ადარდებთ – ვერ პატიობს ქინძის-ხანი სააკაშვილი ქართველებს მისი რეჟიმის დამხობას. ის არ იბრძვის მარტო ხელისუფლებაში მოსვლისთვის, მისი მთავარი მიზანია, რომ სახელმწიფო დაიშალოს. პირდაპირ ვამბობ, სახელმწიფოს დაშლისკენ იქნება ყოველთვის მათი თითოეული განცხადება. ბევრ სულელურ კომენტარს გააკეთებენ. შეეცდებიან, ჩემი ნათქვამი სხვანაირი ინტერპრეტაციით შეფუთონ და წარმოაჩინონ, თითქოს მე რაღაც ამბოხის მოწოდებას ვაკეთებ. ეს ტყუილია. უბრალოდ ვამბობ და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები არ დაუშვებენ ამ სექტანტური ორგანიზაციის ლიდერების ყრილობას დიდგორზე.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ავდივარ დიდგორში, ნაციონალები იქ ყრილობას ვერ ჩაატარებენ!”- განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები