პაატა ზაქარეიშვილი: არ მაქვს ილუზია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს ქართულ მხარეს გადმოსცემენ

25 წლის შემდეგ საერთოდ პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილია დაკავებული, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზაქარეიშვილის თქმით, მას არ აქვს ილუზია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს ქართულ მხარეს გადმოსცემენ.
„ამიტომ ჩვენი მხრიდან მოწოდება, რომ მოხდეს გადმოცემა, მე, როგორც ამ სფეროში გამოცდილ ადამიანს, ამასთან დაკავშირებით არ მაქვს დიდი ილუზიები და არც თქვენ მინდა გამოგკვებოთ ილუზიებით, თითქოს ეს შეიძლება მოხდეს. ჩვენი მხრიდან იყო ამის შეთავაზება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აფხაზური მხარიდანაც იყო პასუხი, რომ გადმოცემა გამორიცხულია და ისინი თავად აპირებენ, ჩაატარონ გამოძიება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, გუშინ, გალში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა, რაც გამოძიებას გამოადგება. მისი თქმით, ამ ეტაპზე არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ გამოძიება შეჩერდეს, ან შეფერხდეს.

„ვხედავთ, რომ ძალიან ნელა, მაგრამ გამოძიების პროცესი მიმდინარეობს. არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ გამოძიება შეიძლება შეჩერდეს, ან შეფერხდეს. ამ ეტაპზე არ არის, მერე ვნახოთ. ეჭვმიტანილი დაკავებულია და მას მისჯილი აქვს შინაპატიმრობა“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გუშინ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ე.წ. მესაზღვრეს ქართულ მხარეს არ გადასცემს. საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში ე.წ. მესაზღვრემ მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები