თინა ხიდაშელი: ჩვენ მივიღეთ ახალი ინსტრუმენტი ტერიტორიული დაცვის კუთხით დახმარებისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ამერიკელები იღებენ პასუხისმგებლობას ექსკლუზიურად, დაგვეხმარონ ჩვენი შიდა პრობლემების, საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვასა და შეიარაღებაში. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, როცა პირველად, 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ხელი მოაწერა შეთანხმებას, ტერიტორიული თავდაცვის სფეროში ამერიკული მხარის დახმარების შესახებ.
„ეს არის ახალი ტიპის შეთანხმება საქართველოსა და აშშ-ს შორის. საქართველომ დღეს პირველად, 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ხელი მოაწერა შეთანხმებას, ტერიტორიული თავდაცვის სფეროში ამერიკული მხარის დახმარების შესახებ. დღემდე ეს დახმარება იყო საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებული, ნატო-ში გაწევრიანების გეგმებთან მიბმული. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დაწესებული ჰქონდა ემბარგო იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით დახმარება იქნება პირველი რიგის ამოცანა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მემორანდუმი მოიცავს ტექნიკურ მომზადებას, რაც აქამდე არ ყოფილა.
„ჩვენი შემდეგი შეხვედრა ჩანიშნულია 18-20 ივლისს აშშ-ში, სადაც უკვე გაიწერება კონკრეტული გეგმა, რითაც დავიწყებთ გეგმის განხორციელებას. ჩვენ მივიღეთ ახალი ინსტრუმენტი ტერიტორიული დაცვის კუთხით დახმარებისთვის. არასოდეს ჩვენ ასეთი რამ არ გვქონია. ამერიკელები იღებენ პასუხისმგებლობას ექსკლუზიურად, დაგვეხმარონ, ჩვენი შიდა პრობლემების საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვაში და შეიარაღებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები