გიგი უგულავას პროცესი 14 აპრილისთვის გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის მიზეზით 14 აპრილისთვის გადაიდო. მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუ რომელ მტკიცებულებას არ მიიჩნევდა დასაშვებად საქმის არსებითი განხილვისთვის. როგორც ჟურნალისტებს გიგი უგულავამ განუცხადა, თბილისის განვითარების ფონდის საქმე, რომელშიც თავად არის ბრალდებული, შეკერილია.