ჯონ ქერი: 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი იქნება საქართველოსთვის
„8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის“, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ქერიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოების უფრო მეტად უზრუნველყოფისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის.
”საქართველო არის მოდელი დემოკრატიული ცვლილებების, საარჩევნო პირობების შეცვლის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრთან განვიხილე, ასევე ვისაუბრებ ამაზე პრეზიდენტთან, ჩვენ დამოუკიდებლობის და დემოკრატიული პროცესის საკითხებს წამოვჭრით ოპოზიციის ლიდერებთან, რომელთანაც ხვალ მექნება შეხვედრა. 8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოების სტაბილურობის უფრო მეტად უზრუნველყოფისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო თემებზე, რომლებიც ზეწოლისა და დაშინებისგან არის თავისუფალი და ასევე იმისთვის, რომ არ შეწყდეს ის პროგრესი, რომელიც მიმართულია მასმედიის თავისუფლებისკენ”, – აღნიშნა ქერიმ.