უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე წერეთლის კანდიდატურას ხმა არ მისცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის კანდიდატურას ხმა არ მისცა. მან ამ თანამდებობაზე ავსტრიელ კრისტინა მუტონენს დაუჭირა მხარი.
„თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნებოდა ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც პოლიტიკურ ფრაქციებს, პოლიტიკურ გუნდებს შორის იმართება ასეთ შემთხვევაში. მქონდა საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები, ვმონაწილეობდი „ლიბერალ-დემოკრატიული“ ჯგუფის ეგიდით გამართულ საუბრებში. და მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, უკეთესია, თუ იქნება ქალბატონი კრისტინე მუტონენი, ეს იქნება კარგი ეუთოს-თვის და ეს იქნება კარგი საქართველოსთვისაც“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები