ლინკევიჩიუსი: საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას შემოდგომაზე მიიღებს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, საქართველო უვიზო რეჟიმს იმსახურებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.
როგორც “ამერიკის ხმა” ლინკევიჩიუსზე დაყრდნობით იტყობინება, მისი შეფასებით, ქვეყანა რეფორმების პროცესს წარმატებით ახორციელებს.
ამასთან, ლინკევიჩიუსი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას შემოდგომაზე მიიღებს.
“მე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიღწევებს რეფორმების ჩატარების და ე.წ. საშინაო დავალების შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს უვიზო რეჟიმის მიღებას. ამის შესახებ კომისიამაც გააკეთა პოლიტიკური განცხადება”, – აღნიშნავს მინისტრი.
მისივე თქმთ, გამორიცხული არ არის, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
“შეიძლება შეთანხმებაში საჭირო გახდეს გარკვეული უსაფრთხოების ზომების ჩადება. ვფიქრობ, შემოდგომის დასაწყისისთვის ამ პროცესს დავასრულებთ და მათ მიეცემათ ბოლომდე დამსახურებული უვიზო რეჟიმი”, – აცხადებს ლინკევიჩიუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები