გახდება თუ არა გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, დღეს გახდება ცნობილი

ეუთო-ს საპარალმენტო ასამბლეაში დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. 57 ქვეყნის დელეგაცია პრეზიდენტს ფარული კენჭისყრით გამოავლენს.
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს იმ დელეგაციებმა, ვინც საქართველო გუშინვე დატოვა.
ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ხმის მიცემას პლენარული სესიის გახსნის შემდეგ გააგრძელებენ და 09-დან 11.00 საათამდე საკუთარ არჩევანს დააფიქსირებენ.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში ქართველი დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგი წერეთელიც მონაწილეობს, რომელიც კანდიდატად “ევროპის სახალხო პარტიამ” წარადგინა.
გიგი წერეთლის გარდა, კენჭის იყრიან ავსტრიელი ქრისტინე მუტონენი, რომელიც “სოციალისტურმა პარტიამ” დაასახელა და დამოუკიდებელი კანდიდატი, ფრანგი ალან ნერი.
დეპუტატებს გამარჯვებისთვის სულ მცირე 125 ხმა სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც ერთმანეთს მეტი ხმის მქონე ორი კანდიდატი დაუპირისპირდება.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სამი წლის ვადით აირჩევა. არჩევნების შედეგები პლენარული სხდომის დასასრულს გახდება ცნობილი.
დღვანდელ სესიაზე, პრეზიდენტის გარდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამ ვიცე-პრეზიდენტსაც აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები