თინათინ ხიდაშელი: რეზოლუცია მეტად ფასეულია, როდესაც ოკუპირებული საქართველოს დედაქალაქშია მიღებული

რეზოლუცია, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერაა ინიცირებული, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრია, რაც კი საქართველოსთან მიმართებაში ოდესმე ყოფილა მიღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრების საზეიმო მიღებაზე განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუცია მეტად ფასეულია, როდესაც ამ გადაწყვეტილებას 57 ქვეყანა ოკუპაციის ქვეშ მყოფი საქართველოს დედაქალაქში იღებს.
„ყოველ ჯერზე არაღიარების პოლიტიკის, ქვეყნის სუვერენიტეტის, მცოცავი ანექსიის შესახებ საუბარი ყველაზე უფრო მაღალი ტრიბუნებიდან, საერთაშორისო ფორმების და განსაკუთრებით ისეთი ორგანიზაციებიდან სადაც რუსეთი წევრია, სადაც მათ ამას პირდაპირ ეუბნებიან, ძალიან ფასეულია და ეს უფრო მტად ფასეული ხდება, როდესაც ამ გადაწყვეტილებას 57 ქვეყანა ოკუპაციის ქვეშ მყოფი საქართველოს დედაქაალაქიდან აკეთებს.
მე იმედი მაქვს, რომ რეზოლუციას ხვალ აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე თბილისში რუსეთის დელეგაცია დარჩება მარტო ოკუპაციასთან, დარჩება მარტო აგრესიასთან, დარჩება მარტო სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან“, -აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები