ვერა ბრეჟნევა და მომღერალი „იოლკა“ საქართველოში ისვენებენ
ცნობილი მომღერალი „იოლკა“, რომლის ნამდვილი სახელიც ლიზაა, საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. მედიაში ცოტა ხნის წინ მომღერლის ორსულობის შესახებ გავრცელდა ხმები. საქართველოში იგი შეხვდა მეგობარს, ცნობილ მომღერალს ვერა ბრეჟნევას. “ვერა ჩემი სიძლიერეა”, – მიაწერა მომღერალმა ფოტოს. იოლკა ოთხი თვეა გათხოვდა. ის ცოლად გაჰყვა პროდიუსერ სერგეი ასტახოვს, რომელიც ამჟამად მომღერლის დირექტორად მუშაობს. წყვილმა ერთმანეთი ოდესაში კურორტზე გაიცნო, შემდეგ კი მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად. იოლკას ორსულობის შესახებ ინფორმაცია წმინდა ვალენტინის დღეს გამართულიკონცერტის შემდეგ გავრცელდა, თუმცა ამაზე მომღერალს კომენტარი არ გაუკეთებია.