“არ მგონია, ძალიან სარწმუნო იყოს ის შეფასება, რომელსაც აქვეყნებს ტუღუშის ორგანიზაცია”

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კვლევა შეაფასა.
მდინარაძის განმარტებით, საზოგადოებისათვის არ არის საინტერესო იმ ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კვლევა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც წლების განმავლობაში იყო სასჯელაღსრულების მინისტრი, სახალხო დამცველი.
“ჯობდა, ანგარიშები მაშინ ყოფილიყო ობიექტური. დღეს მის ობიექტურობაში ეჭვს შეიტანს ყველა, ვინც ამას ობიექტურად განსჯის”,-აღნიშნა “ქართული ოცნების” წევრმა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება და მის შედეგებს უნდა დაველოდოთ.
„კონკრეტულ პირებს შეფარდებული აქვთ გირაო კონკრეტული დანაშაულისათვის საკმაოდ მძიმე მუხლზე. საუბარია, ხულიგნობის ბრალდებაზე, მესამე ნაწილზე, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ჩვენ ვალდებულები ვართ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. შესაბამისად, შედეგების დადგომის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ამაზე მსჯელობა”,- დასძინა პოლიტიკური საბჭოს წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები