გიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მოხარული ვარ, გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენ მტკიცე მოკავშირესთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების და გაძლიერების მეშვეობით მიგვიყვანს წარმატებულ მიღწევებამდე ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის გზაზე გაწეული მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი ურყევი პოზიციისთვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები