ვოლსკი კორცხელის ინციდენტზე: მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით წარიმართა

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) მიერ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს დეპუტატი გია ვოლსკი აფასებს. ვოლსკი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ კორცხელის ინციდენტი ხელისუფლების პროვოცირებული იყო.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარით წარიმართა.
„წახალისების არავითარი წინაპირობა არ იყო და არც ინტერესი არსებობს. პირიქით, დამაზიანებელი აღმოჩნდა ნებისმიერი აგრესიული მოქმედებები. წახალისება მოხდა იმ მეთოდებით, როგორც ეს ხდებოდა ადრე, არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დროს, თუ ეკლესიის დარბევისას, როცა გიგა ბოკერია თავისი ჩამოყალიბებული სქემებით მოქმედებდა. ეტყობა, მელიაც ჩაეწერა ასეთი მოწაფეებში“, – აცხადებს ვოლსკი.
ხელისუფლების მხრიდან წახალისებული ფიზიკური ძალადობა საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით, „კორცხელი – ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები