დავით უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, იქნება პროდასავლური უმრავლესობა, რომელიც შექმნის ასეთივე მთავრობას

„არ მინდა საქართველოს მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„მოვესწარი ამ ქვეყანაში ცხოვრებას, როდესაც მხოლოდ პრორუსები მართავდნენ. მე დარწმუნებული ვარ, ეს აღარასოდეს დაბრუნდება. ამას უნდა მივაღწიოთ თანამშრომლობით და არა ძალადობით. არ უნდა გამოგვივიდეს ისე, რომ საზოგადოების ნაწილი გამოვაცხადოთ დამნაშავედ, რადგან განსხვავებული აზრი აქვს. დამნაშავეებად ადამიანებს აცხადებს კანონი და პროკურორი. არ ვიცი და არ ვარ დარწმუნებული, ვიხილავ თუ არა პრორუსულ ძალებს მომავალ პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში იქნება რამდენიმე პარტია წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, ვის რა ოცნებები და ილუზიები აქვს ერთპარტიულ პარლამენტზე. დარწმუნებული ვარ, იქნება პროდასავლური უმრავლესობა, რომელიც შექმნის ასეთივე მთავრობას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტში 150 ადგილია და შესაძლოა, იქ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სხვა მიმართულებას უჭერენ მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები