დავით უსუფაშვილი აჰმედ ჩატაევზე: ჯობია, ითქვას სიმართლე, თუნდაც ქვეყანამ იზარალოს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით ყველაფერი ითქვას. მისი განცხადებით, არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არა აქვს სპეცსამსახურების ქსელი და შესაძლოა, ახალმა ხელისუფლებამ ჩათვალოს, რომ აგენტებს წინა ხელისუფლება არასწორად იყენებდა.
“ასეთ დროს რა ხდება, არ ვიცი და არც მინდა, ვიცოდე, რადგან ამ თემებში ძალიან ჩახედვა სახიფათოა. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დანაშაული არ დადასტურდა, მაგრამ თუ რამე იქნა დაფარული, ჩემი რჩევა იქნება ყველას მიმართ, ისე წავიდა საქმე, ჯობია ყველაფერი ითქვას და გაეცეს კითხვებს პასუხები, ვიდრე ვისმენდეთ მხოლოდ კითხვებს, თუნდაც მსოფლიო პრესის მხრიდან. თუ რაიმე აქამდე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იყო დასაფარი, ახლა ისეთი მიმართულება მიეცა, ჯობია, ითქვას სიმართლე, თუნდაც ქვეყანამ იზარალოს”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები